პოლიტიკა
,,საარჩევნო კომისიებში ალეკო ელისაშვილის, პაატა დავითაიას, ფრიდონ ინჯიას და “გირჩის” კვოტით წევრები, ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა”
,,გაყალბების საარჩევნო კომისიებს სრულად ხელისუფლება აკონტროლებს, გაყიდული და პარლამენტში შეცვენილი "ოპოზიციის" დამსახურებით"

აქა ამბავი გაყიდული “ოპოზიციისა” და “გაწიკწიკებული” საარჩევნო კოდექსისა;
საქართველოს მაშტაბით ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ალეკო ელისაშვილის, პაატა დავითაიას, ფრიდონ ინჯიას და “გირჩის” კვოტით წევრები მთლიანად ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა, ასევე ე.წ. ნეიტრალური კომისიის წევრების კვოტაც ოცნებამ შეავსო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბების საარჩევნო კომისიებს სრულად ხელისუფლება აკონტროლებს გაყიდული და პარლამენტში შეცვენილი “ოპოზიციის” დამსახურებით _ წერს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.