საზოგადოება

,,სააკაშვილი 6 ნოემბრის აქციაზე ქილერების შეგზავნას გეგმავს!” _ ლევან მამალაძე

,,მისთვის საქართველო, ხალხი და თუ გნებავთ თავისი მხარდამჭერების განადგურებაც, ხელისუფლების ხელი ჩაგდების საშუალებაა მხოლოდ!"

სააკშვილი 6 ნოემბრის აქციაზე კილერების შეგზავნას გეგმავს!
საქართველოში რევოლუციური ფონი არ არის და 6 ნოემბრის აქცია სააკაშვილს სასურველ შედეგს არ მოუტანს. მან ეს კარგად იცის და მასობრივი არეულობების სტიმულირებისთვის არ არის გამორიცხული, რომ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა ქონდეს დაგეგმილი. სააკაშვილს არაერთგზის უთქვამს, რომ არეულობის მოსაწყობად ცნობილი ჟურნალისტების და ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილი სჭირდება! მიშამ ტვ პირველის და „მთავარის“ ჟურნალისტების რევოლუციისთვის შეწირვა რამდენჯერმე დაგეგმა , ახლა კი ხალხმრავალ აქციაზე ჩანაფიქრის განხორციელება უფრო გაუადვილდება! სამართალდამცავებს დიდი ყურადღება მართებით, რომ აქციაზე არ მოხვდნენ იარაღიანი კილერები და მზად უნდა იყვნენ ყველანაირი პროვოკაცია დროულად აღკვეთონ!
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის არ არსებობს სამშობლოს განცდა. მისთვის საქართველო, ხალხი და თუ გნებავთ თავისი მხარდამჭერების განადგურებაც ხელისუფლების ხელი ჩაგდების საშუალებაა მხოლოდ!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შევარდნაძის მთავრობის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ლევან მამალაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close