საზოგადოება
სააკაშვილის თქმით, ბიძამისი თემურ ალასანია დააკავეს
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/12/201712011914091379950350_photo.jpg)
ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბიძა, თემურ ალასანია ბორისპოლის აეროპორტშია დაკავებული და მას უკრაუნაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
“ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა უკვე 3 საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და არ უშვებენ. ის აშშ-ში ცხოვრობს, მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატია. წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში. ახლა ის გადამდგარია და ჩემს მოსანახულებლად ჩამოფრინდა“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე.