“რუსულ მხარეს შენგენის ზონის მსგავსი მიმოსვლა შევთავაზეთ”

,,პატროტთა ალინსის” წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე რუსეთიდან დაბრუნდნენ. ადა მარშანიას თქმით ვიზიტისას რუსულ მხარესთან საუბარის მთავარი თემა ცხინვალსა და სოხუმთან დაკავშირებული საკითხები იყო. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ რუსულ მხარეს შესთავაზეს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა.
„ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ განაცხადა, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ ითხოვს ჰუმანიზაციას. ის პრობლემებს გვიქმნის, ვიდრე პრობლემებს წყვეტს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის, რაც შეიძლება მაქსიმალურად თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მარშანიამ.
მან ასევე აღნიშნა რომ რუსულ მხარეს შენგენის ზონის მსგავსი მიმოსვლა შესთავაზეს, რომელიც ვიზის საჭიროებას აღარ მოითხოვს.
ადა მარშანიამ რუსეთის დუმაში ვიზიტის შესახებ, კონფერენციის გამართვა ორშაბათისთვის დაანანოსა.