მსოფლიო

რუსული ეკლესია მოქალაქეებს მოუწოდებს, წითელი მოედნიდან გაიტანონ ლენინის ნეშტი

რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, თანამემამულეებს მოუწოდა, რომ მოსკოვის წითელი მოედნიდან გაიტანონ  საბჭოთა რევოლუციონერის, ვლადიმერ ლენინის ნეშტი, რომელმაც უამრავი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე საუბარია РПЦЗ-ს არქიეპისკოპოსის გზავნილში, რომლის ტექსტიც დევს ეკლესიის საიტზე. РПЦЗ ასევე აცხადებს, რომ საჭიროა მოშორდეს მკვლელის სახელი ქალაქებს და სოფლებს, ქუჩებსა და მოედნებს, უბნებსა და პარკებს , რომლებსაც სახელი მის სადიდებლად დაერქვა. ეს მათი პირველი მოთხოვნა არ არის, ისინი ადრეც მოითხოვდნენ მეოცე საუკუნის მთავარი მწვალებლისგან გათავისუფლებას.

ბოლო კვლევების შედეგებმა კი აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების 56% დადებითად აფასებს ლენინის როლს რუსეთის ისტორიაში. 44% კი აღფრთოვანებულია, პატივს სცემენ  და თანაუგრძნობენ მას. მოსახლეობის 79% არ ეთანხმება ლენინის ძეგლების დანგრევას.

სალომე მგელიაშვილი

წყარო: http://gordonua.com

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close