სამართალი და კრიმინალი

რუსუდან შარაძე: დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ, პიარის სახე ჰქონოდა

,,ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჟურნალისტებო – ნაცნობებო, უცნობებო!
მგონი, უპასუხოდ არავინ დამიტოვებიხართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

შეგნებულად ავარიდე თავი დღეს საქართველოში ყოფნას და გიორგი ბარათელის დახვედრას. არც დეტალები ვიცი, რომელ საათზე გამოდის და ა.შ… ვიფიქრე, ცოტა დრო მაინც სჭირდება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოს, მათ შორის, ჩემგანაც. როგორც იცით, ბარათელი და მე, შარშან, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და ერთად რომ შევკრიბოთ, 8-9 საათი მაინც ვისაუბრეთ. ასე რომ, დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ, პიარის (უკეთესი სიტყვა ვერ ვიპოვნე) სახე ჰქონოდა, რაც, ჩემი აზრით, ბარათელს სულ არ ესიამოვნებოდა. არადა ყველაზე მეტად, ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ” _ აცხადებს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე.

როგორც ცნობილია, გიორგი ბარათელი, რომელიც სასჯელს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით იხდის, დღეს ციხეს დატოვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close