საზოგადოება

რუსთავში, ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა

რუსთავში, ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ხის ტოტები დაამტვრია. მოსახლეობისგან ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ორი შეტყობინება შევიდა.
ქარმა სახურავი დააზიანა კოსტავას გამზირზე, #19 საცხოვრებელ კორპუსზე. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციამ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისათვის მოძრაობა შეზღუდა. სახურავი დაზიანდა მეგობრობის #10-ში. ძლიერმა ქარმა ხეები დაამტვრია ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე.

ამ დროისთვის რუსთავში ძლიერი ქარია.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close