განათლება

რომელი უნივერსიტეტი უწყობს ყველაზე მეტად შშმ პირების ადაპტირებას ხელს   

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად პროევროპულია და ჩვენი მთავრობაც ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები. ხსენებულ სტანდარტებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  (შშმ) ინტეგრაციას საზოგადოებასთან.  ჯერ კიდევ მწვავედ დგას ადაპტირების საკითხი, განსაკუთრებით ეს ეხება საგანმანათებლო დაწესებულებებს.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” დაინტერესდა ამ საკითხით და მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მონიტორინგის შედეგებს. მანამდე კი, მოკლედ  ვიტყვით, რომ შშმ პირების ადაპტირებისა და დასაქმების კუთხით პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორთან და შემდგომ კანცლერთან საუბრის დროს გაირკვა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და მათზე ზრუნვას. ამას არაერთი ღონისძიება და საქველმოქმედო აქცია მიეძღვნა. ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, წარმომადგენლობითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაწეოდა სამედიცინო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ სტუდენტს  და ერთ თანამშრომელს, მათი გადაადგილებისთვის საჭირო, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისთვის.

თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს მათ გაიუმჯობესონ ქალაქში გადაადგილების პირობები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close