ვინ არიან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ასათიანის გუნდის წევრები?

გუშინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ასათიანმა თავისი გუნდი ადვოკატებს წარუდგინა. კანდიდატმა კიდევ ერთხელ გააცნო მათ ის პროგრამა, რომელის განხორციელებასაც გუნდთან ერთად გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
.
.
.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები 9 დეკემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდება.
euronews.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ დავით ასათიანის გუნდის წევრებს.
აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატები (მარცხნიდან მარჯვნივ):
დათუნა მოდებაძე, ციცინო ცხვედიანი, გიორგი ტურაზაშვილი, გიორგი თევზაძე, მარიტა კუბლაშვილი, ნათია კორკოტაძე, ზურაბ როსტიაშვილი, ტარიელ კაკაბაძე, მამუკა ნოზაძე, ირაკლი ყანდაშვილი, მარი ნიქაბაძე.
ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატები:
ცისმარი ონიანი, ია გაბედავა, ქეთი უტიაშვილი, რამაზ ჩინჩალაძე, ინგა სეხნიაშვილი, ხათუნა ჩხაიძე, კონსტანტინე გელაშვილი, მარიკა არევაძე, თეა ჭეიშვილი, ხათუნა ფულერიანი, ნელი ვარდიაშვილი, ანა ხურციძე, (გია ტაბლიაშვილი და თორნიკე ბაქრაძე- ფოტოზე არ არიან).
სარევიზიო წევრობის კომისიის კანდიდატები:
რაჟდენ კუპრაშვილი, ლელი ბჟალავა, თემურ მესხი, დავით ახალაური, ფრიდონ სიხუაშვილი.