საზოგადოება

გიორგი თევზაძე: 14 აგვისტოს დაწყებული ომი დღემდე გრძელდება…

„1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული მონაკვეთი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ადგილობრივი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, რადგან საქართველოს ტერიტორიის ერთ-ერთ რეგიონში იყო მძიმე  კრიმინოგენური მდგომარეობა. ადგილობრივი ბანდფორმირებები თავს ესხმოდნენ და იტაცებდნენ რკინიგზაზე მოძრავ ტვირთებს, ასე მზავრებს, რის გამოც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონა გაგზავნა აფხაზეთში სტრატეგიული ობიექტების ბანდ ფორმირებებისაგან დასაცავად. შემდეგომ, საქართველოს შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს რუსეთის რეგულარულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა. ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, რამაც გამოიწვია რუსეთ- საქართველოს ომი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო გენერალიტეტი, მათი სამხედრო ინსტრუქტორები, ასევე, აფხაზ სეპარატისტებს ამარაგებდა საბრძოლო აღჭურვილობით.

რუსეთ-საქართველოს ომი 13 თვეს გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაღმდეგ სამხედრო მოქმედებები იგეგმებოდა რუსეთის სამხედრო გენშტაბში რუსეთის გენერალიტეტის მიერ. უთანასწორო ბრძოლა სოხუმის დაცემით დამთავრდა. რუსეთ- საქართველოს ომის შედეგად კი დაიღუპა 20.000-დან 30.000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250.000-ზე მეტი ადამიანი  აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. აფხაზების  მიერ დაქირავებული ბანდფორმირებების და რუსეთის სამხედროების მიერ  ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2.500-დან 4.000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომი ამ ომის გაგრძელება იყო.  დღემდე, ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას და მცოცავ ანექსიას, ოკუპაციას. ხოლო აფხაზეთს და სამაჩაბლოში ოკუპანტი რუსეთი, მის მიერ დანიშნული მარიონეტული „ხელისუფლების“ მეშვეობით ეთნიკური ქართველების მიმართ ახორციელებს აპარტეიდულ პოლიტიკას, რაზედაც საერთაშორისო დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა რეალურად უნდა აღიმაღლონ ხმა და გამოიყენონ საერთაშორისო ბერკეტები ოკუპანტი რუსეთის მიმართ” _ აცხადებს  უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close