საზოგადოება

,,გატეხილ ეკრანიანი ტელევიზორი გამატანეს, ატყუებენ ხალხს, ლენჩები კი არ ვართ…”_ფასდაკლებები ქართულად

ისე ძალიან დაცხა, რომ გამაგრილებელი ტექნიკის დახმარება გახდა საჭირო. განსაკუთრებული მოთხოვნაა კონდიციონერებზე, მაცივრებზე, ვინტილიატორებზე, წყლის აუზებზე…

ხალხს შეღავათი რომ გაუწიონ, ტექნიკის მაღაზიები ფასდაკლებებს აცხადებენ. სოციალური ქსელი გაივსო მსგავსი ინფორმაციებით. ელიტ ელექტრონიქსის ფასი კონდიციონერებზე ყველაზე სასაცილოა _ 599 ლარი. წესით და რიგით, ასეთი მკვეთრი ფასდაკლებით მომხმარებელიც კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებით ირკვევა, რომ ეს ასე არ არის. რატომ? ამას მათი კომენტარებიდან შეიტყობთ და უკეთ მიხვდებით, რას ნიშნავს ფასდაკლება ქართულად.

მოკლედ, ელიტ ელექტრონიქსი ფეისბუქგვერდზე სარეკლამო პოსტს აქვეყნებს:

,,მხოლოდ 4 ივლისს! კონდიციონერები ელიტ ელექტრონიქსში 599
 ლარიდან! შეიძინე სასურველი კონდიციონერი საუკეთესო ფასად და გაატარე ზაფხულის ცხელი სეზონი სიგრილეში!”

ამ პოსტს ახლავს მოსახლეობის ისეთი კომენტარები, რომ წაკითხვის შემდეგ გამაგრილებელი საშუალების შეძენის ნაცვლად, ისევ ცხელი მზით დაწვას მოგინდებათ.

ნესტან ფანჩვიძე ბარემ 600-დაგეწერათ და პლიუს მონტაჟი 120-ლარი და პლიუს განვადება თუ გააკეთე, იმის პროცენტი და ა.შ.
ატყუებთ ხალხს, ლენჩები კი არა ვართ…..ვითომ იაფია!!!
შეძლებული 600-ლარიანს კია რა, 1000 და 2000-საც იყიდის, არაა პრობლემა.

Irma Rusishvili ასე რომ მცოდნოდა კონდიციონერის ყურება მომიწევდა მონტაჟის გარეშე, სულ არ ვიყიდიდი თქვენთან და საერთოდ, არაფრის ყიდვას აღარ ვაპირებ თქვენთან!!!!!

თამუნა მარშავა: მეც იგივე დღეში ვარ, მოვდივართო და ორი დღეა სახლში ვდარაჯობ, მაგრამ მონტაჟზე ვერ მოვიდნენ. მიდევს კონდიციონერი ყუთებით და ყურებით ვგრილდები.

Gvantsa Vachadze კიიი ეგრეა, მეც ეგრე მიდევს სახლში უკვე მეექვსე დღეა.

თაკო თაკო: მე მეტრომარტში შევიძინე 1800 ლარიანი კონდენციონერი და მეორე კვირაა აივანზე მიდევს ყუთით.

Marika Girkelidze საზიზღარი კომპანია, ვისთანაც გასდით გატეხილ ნივთებს ასაღებენ, ხალხს ატყუებენ და ყველამ რომ იცოდეთ, გარანტიას ნივთზე რომ გაძლევენ ვერ გამოიყენებთ, უნამუსოდ ექცევიან მომხმარებელს.

ქეთი ქეეთიი: ასევეა სმაილიც, აფერისტების პარადია, მატყუარები.

თეა მოდებაძე: გარანტიაზე გეთანხმებთ. გატეხილ ეკრანიანი ტელევიზორი გამატანეს და მივიტანე. გამოცვლა ზედმეტია, ეკრანიც არ შემიცვალეს.

მარიკა გირკელიძე: მე გატეხილი უთო გამომატანეს. ზუსტად 10 წუთში მივბრუნდი და რომელ გამოცვლაზეა ლაპარაკი, აქეთ შეურაცხყოფა მომაყენეს, ვითომ მე გავტეხე და მივიტანე. უნამუსოები არიან.

Zinaida Dvalishvili 4-ში შეიძენთ და შემდეგი თვის 4-ში დაგიმონტაჟებენ, ისიც თუ გაგიმართლათ.

სამთავრობო უფლებადამცველებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს იცავს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. თუმცა, როგორ ,,იცავენ” ისინი მომხმარებელს, ამ კომენტარებიდანაც ნათლად ჩანს. მყიდველი  სრულიად დაუცველია და ხშირად, დაზარალებულიც.

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close