საზოგადოება
,,ამ განკარგულების საფუძველზე კომპანია ,,ატუ”-მ, შაორზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეები დაჭრა”
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა აქვეყნებს დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, ივანიშვილების კომპანია ,,ატუ”-მ რაჭაში, შაორზე დაჭრა წითელ წიგნში შეტანილი ხეები.
,,აი, ვინ არის დასაპატიმრებელი სპეცრაზმის გამოყენებით ხე-ტყის მასობირვივი გაჩეხვა-განადგურებისათვის.
ამ განკარგულების საფუძველზე ივანიშვილის კომპანია “ატუმ” რაჭაში, შაორზე მასობრივად გაჭრა წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის წაბლის ხე” _ აცხადებს გუგავა.