საზოგადოება
“როცა ბექა ცეცხლმოკიდებულ შენობიდან ვერ გამოდიოდა, მან დედას დაურეკა…”

ფეისბუქგვერდი “შეშლილი ტვინიკოსი” სოციალურ ქსელში ბათუმში, “ლეოგრანდში” გარდაცვლილი ბექას ფოტოს და უკანასკნელ სიტყვებს ავრცელებს.
“ეს ბათუმის ხანძრის დროს დაღუპული ბექა შატაკიშვილია, კარგი ქრისტიანი და კარგი ადამიანი, როცა ბექა ცეცხლმოკიდებულ შენობიდან ვერ გამოდიოდა, მან დედას დაურეკა და უთხრა: ვკვდები და შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის-ო.
საუკუნოდ იყოს ხსენება ამ საშინელი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების” – წერს ფეისბუქგვერდი.