,,როცა ამდენი ჩასაფრებული მტერი გყავს, რატომ აძლევ მიზეზს, რომ გაიხარონ?
ბექა ვარდოსანიძე, IT ინჟინერი, სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი და ანალიტიკოსი ბექა ვარდოსანიძე :
_ ნიკა გვარამია თავის გვერდზე აქვეყნებს თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო სტატუსით : როცა შენი ქალაქის მერი მილანში დაფრინავს თმის შესაჭრელად. რა კომენტარები წავიდოდა ნაციონალური სექტისგან მიხვდებით!!!
გადავამოწმე ინფორმაცია და ვიპოვე წყარო, ფოტო 3 დღის წინ არის დადებული, ადგილმდებარეობა მილანი !
რატო აძლევ მტერს გასახარად მიზეზს?
ქალაქს როცა ძალიან ჭირდები, რატომ ასეთი დამოკიდებულება?
როცა ამდენი მტერია ჩასაფრებული შენზე, რატომ აძლევ გასახარად მიზეზს?
აღმაშენებლის ქუჩა არაბულს გაქვს !!!
არც ქართული წარწერები და არაფერი!!!
ნარიყალას კიდევ ვიღაც ურჯულოები მიადგნენ და ამ დროს?
შეიძლება, სამუშაო ვიზიტით იყო ან რამე, მაგრამ ოფიციალურად არ ფიქსირდება და უამრავი მტერი კიდევ ჩასაფრებული გყავთ ყველა ნაბიჯზე და ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ !!!