საზოგადოება

,,რომ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, ეს მითხრა ჩემმა პატარა შვილმა, 15 წლის ნიკუშამ”

,,საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთ ეკონომიკად, როგორიც არის ვენესუელაში"

ამონარიდები სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლიდან:

“ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ აღმშენებლობა? სიყვარული და სითბო? გამარჯვება და ზეიმი? და თუ მოგენატრათ, მაშინ ერთად უნდა დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება”

“კანონით აქ თარჯიმანი უნდა მოგეყვანათ, შეიძლება მე უკრაინულად მელაპარაკა”

,,ყოველ დღე მესიზმრებოდა საქართველო და მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი მას…”

,,თბილისის დატოვება ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარის შემოსვლას და ამიტომ, მე არ დამიტოვებია” თბილისი”.

,,ბათუმში რომ დავდიოდი ვხედავდი, გაურკვეველი წარმომავლობის, უჯიშო რუსები (რუსები ორნაირები არიან) დადიოდნენ და ყიდულობდნენ ბინების დიდი ნაწილს”

,,რომ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, ეს მითხრა ჩემმა პატარა შვილმა, 15 წლის ნიკუშამ, ან ახლა, ან არასდროსო და სანდრამ”.

,,თბილისიდან ჩამოსულმა მეგობრებმაც მითხრეს, რომ ახლა დროა, ქვეყანას რაღაც უშველო, ხალხის უმეტესობა ბირჟაზე დგასო. უკრაინაში ვერ ნახავთ ბირჟაზე მდგომ ადამიანს, იქ ყველა მუშაობს”.

,,საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთ ეკონომიკად, როგორიც არის ვენესუელაში”.

,,მე შევხვედრივარ უამრავ ისეთ ქალბატონს, რომელიც არის საბერძნეთში და იტალიაში. მალე ისინი იქნებიან სამკურნალო და მოსავლელი, ისეთ მდგომარეობაში მუშაობენ.”

,,ეს არის კატასტროფა იმ ქვეყანაში, რომელიც იყო მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა”.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ შეაჩერა, 20 წუთი საუბრობს და საქმეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამსო.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close