რელიგია

რომის პაპს “მამაო ჩვენოს” ტექსტის შეცვლა სურს

რომის პაპმა ფრანცისკემ, “მამაო ჩვენოს” ლოცვის თარგმანს არასწორი უწოდა. მისი თქმით, ფრაზა “და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა” – უნდა იგულისხმებოდეს სატანა და არა ღმერთი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იტალიურ ტელეკომპანია TV2000-ზე გამოსვლის დროს, პაპი ფრანგი კათოლიკეების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლებმაც ახლახანს ლოცვის ფრაზა ჩაანაცვლეს – “არ მოგვცე საშუალება ცდუნებაში ჩავარდნის” (do not let us fall into temptation).

“ის არ მაგდებს მე ცდუნებაში და შემდეგ აკვირდება ჩემს ქცევას. მამა ღმერთი ამას არ აკეთებს, ის ფეხზე ადგომაში გეხმარება”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close