პოლიტიკა

რომელი პარტია იღებს ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

”ნაციონალურ მოძრაობას” დაფინანსების ოდენობით ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” მოჰყვება და მხოლოდ მესამე ადგილზეა პარტია ”ქართული ოცნება”.

უფრო კონკრეტულად, ცესკოს მონაცემები ასეთია: – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 2 526 395 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 470 484 ლარი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 1 029 798 ლარი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებას 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი იღებს. პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება.

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თამარ ჟვანია ახალ განკარგულებას უახლოეს მომავალში გამოსცემს.

ამავდროულად, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს შეეხება. ამ ცვლილებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close