საზოგადოება

“რომელიღაც ჩასუნთქვაზე ჰაერი გაქრა. გაჩერდა, დანებდა…”

ბლოგერი ზურიუს სტეფანიუსი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“რა ცოტა დააკლდა.. ერთი მოქნევა, ან ორი, თუნდაც სამი. სამი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და ისევ ცოცხალი ხარ, ისევ დაინახავ ამ ლამაზ ხედებს, საყვარელ ქალაქს, საზარლად მშვიდ და ლურჯ შავ ზღვას. დაბლა ჩაირბენ და მიწას შეეხები, ღმერთს მადლობას გადაუხდი, რომ გადარჩი… და არა, რომელიღაც ჩასუნთქვაზე ჰაერი გაქრა. გაჩერდა, დანებდა. და ბოლო რაც დაინახა ეს იყო. გაბზარული და გამარჯვებული შუშა და მის მიღმა დარჩენილი ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება..

არ მგონია სისულელეს ვამბობდე, დიდი ალბათობით სასტუმრო ამ შუშას მალე შეცვლის. და იქნებ ქალაქმა წაიღოს თუ შესაძლებელია დაუმსხვრევლად, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, როგორც მათი ხსოვნის მონუმენტი და როგორც გზავნილი ჩვენთვის,” – წერს ზურიუს სტეფანიუსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close