საზოგადოება

რომან გვენცაძე გარდაიცვალა

,, 14 აგვისტოს, დილის 4 საათზე აჭარაში ვიმყოფებოდი, რადგან წინა საღამოს ასლან აბაშიძის თხოვნის საფუძველზე, ე.წ. ,,ზვიადისტებმა,, ტყვეობიდან გაათავისუფლეს რომან გვენცაძე და სანდრო კასრაძე! გამთენიისას ომის დაწყების ამბავიც გაგვაგებინა ასლანმა და რომანის თხოვნით სამხედრო ვერტმფრენით ჯერ რუხში, ხოლო რამდენიმე წუთში აფხაზეთისკენ გავფრინდით!

რომან გვენცაძე მოუკვდა საქართველოს-ყველა დროში გაუსვრელი, ღირსებით სავსე ადამიანი და ერთხელ ჩემი სიცოცხლის გადამრჩენელი, ნაღდი კაცი!!! რა საოცარი დამთხვევააა-დღეს 14 აგვისტოა!
ღმერთო, აცხონე რომან გვენცაძე!” _ წერს ჟურნალისტი, აფხაზეთის ომის მონაწილე ირინა გოგოსაშვილი.

რომან გვენცაძე – მილიციის გენერალ-მაიორი დაიბადა 1945 წელს. ის იყო თბილისის შს სამმართველოს უროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შსს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close