საზოგადოება

როზეტა გუჯეჯიანი: დროა, დაფიქრდეთ და შეაჩეროთ სვანეთის განადგურების მცდელობა. დროა!

როზეტა გუჯეჯიანი, პროფესორი:

_ ბატონებო, მთავრობავ, მესტიისა და ლენტეხის ადგილობრივო ხელისუფლებავ, შესაბამისო სამინისტროებო (უკვე აღარ ვიცი, რომელს უნდა მივმართო), ჰესების მშენებლობის ნებართვის გამცემო პირებო, გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ წუხანდელი სტიქიის გამო – დაუკვირდით, ღირს კი იმ მცირე შემოსავლად, რაც საქართველოს ბიუჯეტში შევა (მე არ ვიცი, გექნებათ თუ არა თქვენ პირადი სარგებელი, რაც არ ვიცი, იმაზე ვერც ვისაუბრებ) მთელი ხეობის განადგურება?! ნამდვილად არ ღირს!

არა გაქვთ უფლება, მოსპოთ უმდიდრესი ქართული კულტურის შემქმნელი მხარე, რომელიც ჯერ კიდევ მჭიდროდაა დასახლებული და შობადობის სტაბილურ დონეს ინარჩუნებს. არა გაქვთ უფლება ნენსკრას, ნაკრის, ხაიშის, ლახამულის, ფარის, ხელედულას თემების კატასტროფის წინაშე დაყენებისა. არა გაქვთ საქართველოს საზღვრისპირა მხარის მოსახლეობისაგან დაცლის უფლება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყანას მუდამ ადგილობრივნი იცავდნენ და გაიხსენეთ, რამდენი დაიღუპა გმირულად საქართველოს ერთიანობისათვის გამართულ ბრძოლებში მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებიდან, ან დალის ხეობაში… გახსოვდეთ ეს!

 დროა, დაფიქრდეთ და შეაჩეროთ სვანეთის განადგურების მცდელობა. დროა! იყავით მართალნი სინდისისა და ქვეყნის წინაშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close