საზოგადოება
როდიდან ჩაიკეტება ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვარი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახური ახალი წლის დღეებში 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 6:00 საათამდე საქართველოსთან საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების მიხედვით, ასეთი ზომა უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებას უკავშირდება.