სხვა

„როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა…“

კახი კავსაძის იდუმალებით მოცული მოგონება

ორი მსახიობის, კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ამბავი ლეგენდად მათსავე სიცოცხლეში იქცა. მათზე ხშირად ყვებიან სითბოთი გაჯერებულ ისტორიებს. კახი კავსაძე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უცნაურ შემთხვევაზე ყვებოდა:
.
„როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ორმოცი არც კი გვქონდა გადახდილი. ვფიქრობდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. უცბათ ისეთი ნივთი ჩამოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელი იყო.
გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა.
ხმამაღლა დავუძახე: – ბელა აქ ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბათ ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. როცა მაშინ იყო, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close