საზოგადოება

“როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, უკრაინის КГБ-მ დამაკავა, მაშინ სახურავიდან გავიქეცი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ გაიქცა იზოლატორიდან, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი იყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის „კაგებემ“ 1986 წლის მაისში დააკავა.

„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის КГБ-მ დამაკავა. უფრო ნაკლები დრო ვიჯექი, იმავე იზოლატორში, სადაც ახლა მიმიყვანეს. სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი მაშინ. რამდენიმე დღე ვიმალებოდი, შემდეგ მაინც ამიყვანეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის ყოველთვის გარბის.

„ის ხალხი, ვინც 1986 წელს დამაკავა, ცოტათი განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ახლა დამაკავა. ბრალდებებიც ერთი და იგივეა“, -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close