პოლიტიკა

,,როდესაც გიძვირებენ მედიკამენტებს, გაიძულებენ მონურ შრომას, თქვენ გწირავენ სასიკვდილოდ!”

,,ტყიბულის მაღაროში დატრიალებული უბედურება ყველაზე მძაფრი და ტრაგიკული გამოხატულებაა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც მმართველ ოლიგარქიას გააჩნია ადამიანების მიმართ. არამხოლოდ მაღაროებში ან მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფით, არამედ, როდესაც მოქალაქეებს ართმევენ განათლების უფლებას, როდესაც გიძვირებენ მედიკამენტებს, პროდუქტებს, საწვავს, ტარიფებს და ა.შ. როდესაც გაიძულებენ მონურ შრომას, როდესაც ითვესებენ ეროვნულ სიმდიდრეს, როდესაც ანადგურებენ სასიცოცხლო გარემოს, როდესაც ძარცვავენ ბიუჯეტს (თქვენ ფულს), როდესაც გართმევენ მართლმსაჯულებას, როდესაც გაიძულებენ ქვეყნიდან გაიქცეთ და ა.შ. მაშინ თქვენ გწირავენ სასიკვდილოდ. რადგანაც, მათთვის ადამიანი არა უმაღლესი სულიერი სუბსტანცია და თანასწორი მოქალაქეა, არამედ საწარმოო საშუალება, ან მონა-მოსამსახურე სუბიექტი, ან საარჩევნო სტატისტიკური ერთეული. ოლიგარქია კლავს!” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close