საზოგადოება
როგორ მოულოცა დავით ასათიანმა ადვოკატის დღე კოლეგებს?

„ჩემო ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო,
გულითადად გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს !
ჩემთვის საამაყოა მერქვას ადვოკატი და ვიყო ამ ღირსეული კორპუსის ერთ-ერთი წევრი. ასევე, საამაყოა პროფესიისათვის თავგანწირული და მებრძოლი ადვოკატების გვერდით საქმიანობა და შრომა ადვოკატურის ინტერესებისათვის. ადვოკატთა ასოციაციის ძალა ჩვენს ერთიანობასა და დამოუკიდებლობაშია.
.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგმართავთ ყველას, მიუხედავად თქვენი შეხედულებებისა თუ პიროვნული სიმპათიებისა – გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და კოლეგიალობას“ – განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა.