ჯანდაცვა

როგორ იმართლებს თავს ჯანდაცვის სამინისტრო მასზედ, რომ ქვეყანაში ვაქცინა არ შემოვიდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მტკიცებით, ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა და დღეს გაკეთებული განცხადების გამო, კოვაქს პლატფორმას განმარტებისთვის მიმართეს. კოვაქს პლატფორმა განმარტავს, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

“დღეს ინტერპრესნიუსის საშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას”, – თქვა გაბუნიამ.

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ”, – უთხრეს მათ ინტერპრესნიუსს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის ინფორმაციით, “ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს”.

წყარო: ფორმულა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close