საზოგადოება

,,როგორ გგონიათ, პუტინი ცოცხალი იქნება და ყირიმზე უარის თქმის შეთანხმებას მოაწერს ხელს?”

,,კარგით რა! სირცხვილია! ბოლო ბოლო, რუსების წისქვილზე მაინც ნუ დავასხამთ წყალს!"

მე მგონი, ფრაზა – უკრაინის ყველა დიდ ქალაქს ჩვენები აკონტროლებენ- აქტუალობას კარგავს. ეს ფაშისტებმაც კარგად იციან და ამიტომ უკვე მერამდენე დღეა სახლებს სკოლებს და სამშობიაროებს ბომბავენ. ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი, რამდენი ადამიანი, მათ შორის ბავშვი იყო გუშინ მარიუპოლის თეატრის შენობაში, რომელსაც დიდად შესამჩნევად ეწერა “ბავშვები” და ამ ფაშისტებმა უუზარმაზი ბომბა ჩააგდეს ამ თეატრზე. მარიუპოლის მერმა ზუსტად თქვა, ქალაქს კი წამოვაყენებთ ფეხზე ნანგრევებიდან, მაგრამ იმ ხალხს ვეღარ გავაცოცხლებთო!
ეს დაბომბვა მოხდა ზელენსკის საოცარი გამოსვლის და ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაეყვეტილების შემდეგ.
ბაიდენმა გუშინ პუტინზე, ომის დამნაშავეაო! იმედია, აღარ გადათქვამს, თორემ ადრეც თქვა მკვლელიაო და მერე გააშალაშინეს. ( ბორის ჯონსონს მარტო იმიტომ ვცემ პატივს, რომ ღიად მაინც ამბობს, საშინელი შეცდომა იყო 2014 წლის შემდეგ პაწია სანქციების და რუსებთან ჩვეულებრივი ურთიერთობის რეჟიმში რომ დავბრუნდითო.
ახლა კი სიცხადეები: დაპანიკდა ჩვენი ხალხი, არიქა ნატოზე უარს ათქმევინებენ, არიქა ნეიტრალიტეტი. ვიცით ვინმემ რაზე მიდის მოლაპარაკებები? ვიცით ვინმემ, რეალურად რა განიხილება? ჩვენ რომ ჩვენი გვადარდებს გასაგებია, მარა უკრაინელების მთავარ პირობებზე ზელენსკიმ თქვა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!!!!!! ფაშისტების ბოლო ჯარისკაცის გაყვანა და წამყვანი ქვეყნების თანამონაწილეობით უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოების გარანტიების მიღება! ამას ემატება დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარის კომპენსაცია რუსების მხრიდან! ეს არის პირობები!!!როგორ გგონიათ, პუტინი ცოცხალი იქნება და ყირიმზე უარის თქმის შეთანხმებას მოაწერს ხელს? ასე რომ, დამშვიდდით, ეხლა დეზინფორმაციაც ბევრი იქნება ამ დღეებში, რომ უკან დაიხიეს ჩააბარეს და ასე შემდეგ.
თქვენი და ჩემი სისხლი არ დაღვრილა ამ სამ კვირაში, მადლობა ღმერთს! ზელენსკის ხალხის და ბავშვების სისხლი იღვრება მეოთხე კვირაა და ჩვენ ვიცით უფრო კარგად რის ფასად რა უნდა შეთანხმდეს და ზელენსკის გუნდმა არა ხო? კარგით რა! სირცხვილია! ბოლო ბოლო რუსების წისქვილზე მაინც ნუ დავასხამთ წყალს!
წისქვილის რა გითხრათ, მაგრამ სანამ უსერიოზულესი ს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ჩავა და განლაგდება უკრაინაში, რუსული ავიაციისგან შეიძლება არც არაფერი დატოვონ ჩვენებმა! გუშინაც ცვიოდა ბოლო მოდელის სუ-ები! იწვოდა ტანკები კოლონებით თუ ცალ ცალკე და ისევ შეტევაზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალები!
გაუძლეს! გაძლიერდნენ! კიდევ უფრო გაძლიერდებიან იმდენი სტინგერი და სხვა შეიარაღება ჩადის ბაიდენის მარტო გუშინდელი გადაწყვეტილებით!
რაც უფრო გაიწელება მოლაპარაკება, მით უფრო მიუახლოვდება კადაფის ან ჰუსეინის ფინალს პუტინი!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
ბუკა პეტრიაშვილი, ექსმინისტრი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close