საზოგადოება
როგორ გამოიყურებოდა გენტის სინათლის ფესტივალის მთავარი ექსპონატი?
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2018/02/68dc9bcb5561.jpg)
ბელგიის ქალაქი გენტი ყოველწლიურ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ქალაქ გენტის მთავარ ქუჩაზე ტარდება. გენტის სინათლის ფესტივალზე გამოყენებულია ათასობით LED ნათურა.
ფესტივალის ფარგლებში, ისტორიული ცენტრის შენობებზე სხვადასხვა ფერადი Art-ინსტალაციებია წარმოდგენილი და ულამაზესი სინათლის პროექციები მიმართულია შენობების ფასადებისკენ.
მაგალითად, წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი არის 28 მეტრიანი თაღოვანი ხის გალერეა, რომელიც მთლიანად დაფარულია LED ნათურებით. აღნიშნული განათების ენერგიის მოხმარება 20 კვტ.სთ-ს შეადგენს.
სინათლის ფესტივალი ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.