საბა-ვშვო

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენებს

ნინო კამკამიძე: „არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, ერთი ვარიანტია 3 დღის პრინციპი“

ექიმი-პედიატრი, ნინო კამკამიძე გადაცემაში „იმუნიტეტი“ მშობლებისთვის ისეთ საყურადღებო და მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს, როგორიცაა, როგორ და რა ასაკიდან გადავაჩვიოთ ბავშვები საფენის გამოყენებას.

.

-ბავშვისთვის საფენის გადასაჩვევად ოპტიმალური ასაკი არის 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდი. როდესაც ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაწევა, აწევა და ა.შ. ამასთან, მას თვითონ უნდა აწუხებდეს საფენი.

საფენის გადაჩვევაზე არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია. ერთი ვარიანტია 3 დღის პრინციპი. მშობელმა 3 დღე უნდა გამოყოს, ბავშვი გამოღვიძების დროს რადგან ხშირად შარდავს, გააკეთოს შეთავაზებები, წაახალისოს. მარცხის შემთხვევაში არ უნდა დატუქსოთ. ღამის პერიოდში შეიძლება შეაფხიზლოთ, გადააყენოთ და ასე მიაჩვიოთ, – ამბობს ექიმი.

ფორტუნა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close