საზოგადოება

როგორ ახდევინებენ მშენებლები კლიენტებს ფულს არარსებულ ფართში-აფიორა სამშენებლო ბიზნესში

,,ხელახლა რომ ჩაატაროთ აზომვა, თქვენი ბინის საერთო ფართი 100-ის მაგივრად, 94-95 კვ/მ გამოვა"

სამშენებლო კომპანიების მიერ დაანგარიშებულ საერთო ფართში დათვლილია მთლიანი იატაკი და არა რეალური საერთო ფართობი ფასადის კედლიდან სადარბაზოსგან გამყოფ კედლამდე და მეზობლისგან გამყოფ კედლამდე. მაგ.: იყიდეთ 100 კვ/მ კუთხის ბინა. ამონაწერში ჩაწერილია ფასადის ამოშენებამდე არსებული იატაკის ფართობი. ფასადი, კი ამოშენებულია 0,26 სმ სისქის ბლოკით. ანუ ამ ბლოკის ქვეშ მდებარე ფართობიც შედის ამონაწერში. თქვენი ბინის სადარბაზოსგან გამყოფი კედელიც 0,26 სმ სისქის ბლოკით არის ამოშენებული. ამონაწერში, მის მიერ დაკავებული ფართიც, საერთო ფართში არის შეტანილი. რასაც ემატება, მეზობლის ბინისგან გამყოფი კედლის მიერ დაკავებული ფართობი, რომელიც ასევე 0,26 სმ სისქის ბლოკისგან არის ამოშენებული და მეზობლები 0,13-0,13 სმ საზიაროდ ინაწილებენ. გამოიცანით, ხომ? ამონაწერში ამ კედლის მიერ დაკავებული ფართობიც, ბინის საერთო ფართში არის შეტანილი.
თქვენ, რომ ხელახლა ჩაატაროთ აზომვა, თქვენი ბინის საერთო ფართი 100-ის მაგივრად, 94-95 კვ/მ გამოვა. ანუ სამშენებლო კომპანიას აღებული აქვს იმ არ არსებული 5 – 6 კვ/მ ფართის თანხაც. რაც უბნის მიხედვით 4000 დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. ეს 5-6 კვ/მ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
აი ესეთი უპატრონო ქვეყანაა. აი ესე იძარცვება ჩვენი ერი, ურეგულაციო, გულისამრევი ეკონომიკური სისტემის პირობებში. რასაც ემატება სინამდვილეში 58-65% იანი იპოთეკური სესხი.
ესაა ინფორმაციის ასიმტერიულობა, რაც ანგრევს ეკონომიკას და ქვეყნის წინსვლას აჩერებს. Information Asimmetry, რაშიც 2001 წელს George Akerlof, Michael Spence და Joseph E. Stiglitz ნობელის პრემია აიღეს. მაგრამ აქ ვინ კითხულობს? წილხვედრად წოდებულ საგიჟეთში ხომ ბაზარმა დაგვარეგულირა ყველა.
გიორგი ხვედელიანი, ფბ მომხმარებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close