საზოგადოება

რკინიგზაში დასაქმებულებმა სიცხეში მუშაობისას დამწვრობა მიიღეს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სადგურ სამტრედია მეორეში დასაქმებულთა სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ მათ სახის დამწვრობები აქვთ მიღებული.

პროფკავშირის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობა უწევთ ელმავლის და თბომავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა პროფესიულ მუშაკებს:

“სადგურ სამტრედია II-ში დასაქმებულთა ფიზიკური მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, სადაც ამ დრომდე ვერ ასახელებს კომპანია დასაქმებულთა კანის დამწვრობისა და ალერგიული სიმპტომების გამოვლენის რეალურ მიზეზებს”.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზაში დასაქმებული მუშების უმრავლესობა წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდიცირების სისტემის მოწესრიგებას, თუმცა უშედეგოდ.

პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 40-45 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში On.ge-ის კითხვაზე, იცნობენ თუ არა ამ პრობლემას და აპირებენ თუ არა კონდიცირების სისტემის ჩართვას, უპასუხეს, რომ გასარკვევია დაშავებულების სახელები და გვარები და რა პოზიციაზე მუშაობენ ისინი და რა ვითარებაში მიიღეს დამწვრობა.

როგორც პროფკავშირებში გვითხრეს, საჩივარი მიიღეს სცბ სამმართველოს შემდეგი მუშაკების მიერ, რომლებიც ამ ეტაპზე ნაავადმყოფარ ფურცელზე იმყოფებიან:

  • ცვლის ელმექანიკოსი: ვაჟა ძიძიგური, ვლადიმერ მარიჩევი და მამუკა გოთოშია;
  • სადგურის მორიგე – პაატა სულაბერიძე (მას ზემოთ აღნიშნული სიმპტომები დაეწყო)

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close