საზოგადოება

,,რეცეპტი გამომიწერეს, სამშობლო უნდა გიყვარდეს ზომიერადო, ნაკლები ემოციითო, ცოტა ფეხებზე დაკიდებითო”

,,ცოტა ღიმილისმომგვრელად ,,ცარიელი" კი ვარ, ცოტა ,,იდიოტის" შეგრძნებით, მართლა რა ,,ჯანდაბა" მინდა ან ასე უსაშველოდ ქვეყნის სიყვარულიც რა ,,უბედურებაა"

ყველაზე მეტად რაც
მიკვირს, ის კითხვაა , აი ახლა ცოტა ხნის წინ ერთი კარგი ნაცნობი რომ შემხვდა და მკითხა :” კაი რა თაკო, არ დაიღალეე?? გაატარე რა, იცხოვრე რააა, წადი შენს შვილთან კონცერტებზე , ხან ერთ ქვეყანაში ,ხან მეორეში, კარგი “ფეხზედამდგარი” ოჯახი გაქვს, რა გინდა მეტი?!”( ნუ რა “ჯანდაბა” გინდაო არ უთქვამს , მაგრამ ვფიქრობ იგულისხმა უთუოდ ) ჰოდა ახლა ფეხით მოვუყვებოდი ქუჩას პირბადის გარეშე, ჰაერიც ჩავისუნთქე , ცოტა ღიმილისმომგვრელად “ცარიელი” კი ვარ ,ცოტა “იდიოტის ” შეგრძნებით, მართლა რა ” ჯანდაბა” მინდა ან ასე უსაშველოდ ქვეყნის სიყვარულიც რა “უბედურებაა” , აკი მითხრეს,როგორ უნდა მიყვარდეს , უნდა მიყვარდეს კი ბატონო “რეცეპტიც” გამომიწერეს ოღონდ : “ზომიერად უნდა გიყვარდესო”, ზომიერადო , ნაკლები ემოციითო, ცოტა ” ფეხებზე დაკიდებითო”, რა ვერ გაიგეო???
ჰოდა მე კიდევ …… ამ მამაჩემმა ეგრე არაო ბავშვობაში მითხრა ( სულ ჯანუკის ბრალია)ზომიერად არა ” განსაცვიფრებლადო” -გასაოცრადო -საკვირველადო, ასე მითხრა , მართლა ასე მითხრა: “მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრელად არის მთავარიო ” ჰოდა, კი დავდივარ ახლა ფეხით სუფთა ჰაერზე პირბადის გარეშე “გაღიმებული” ,უცნაური ” მორჩილების “შეგრძნებით, მაგრამ მაინც რა ” გამოუსწერებელი უბედურებაა”, რომ “განსაცვიფრებლად ” მიყვარს ეს ქვეყანა!
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პარლამენტის წევრი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close