საზოგადოება

,,რეჟიმის შესაცვლელად აუცილებელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის თქმით, რეჟიმის შესაცვლელად აუცილებელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. მერე, საარჩევნოდ ვინ ვისთან გაერთიანდება, ვინ რას დაირქმევს – ბლოკს, ალიანსს თუ პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს უკვე მეორეხარისხოვანი იქნება. მისივე თქმით, არცერთ გარე დამპყრობელს არ მიუყენებია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იმხელა ზიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა.

შალვა ნათელაშვილი: ,,რეჟიმის შესაცვლელად აუცილებელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. მერე ვინ ვისთან გაერთიანდება, ვინ რას დაირქმევს – ბლოკს, ალიანსს, თუ პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს მეორეხარისხოვანია. ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე მოცილებული იქნება და დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება კონკურენტუნარაიანი, სამართლიანი არჩევნებით, ხალხის ინტერესების ასახვით საკანონმდებლო ორგანოში და ურთიერთკონტროლით. მრავალპარტიული სისტემა კაცობრიობამ იმიტომ მოიგონა, რომ არა მარტო ხელისუფლება გააკონტროლდეს პოლიტიკური ძალების მიერ, არამედ გააკონტროლონ ერთმანეთიც, რომ ვინმეს ხელი არ წაუცდეს ხალხის ქონებაზე. ეს ფენომენი მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ იბრძვის პარტიების წინაააღმდეგ. იცის, რომ რაც არ უნდა უვარგისი იყო პარტია, ის ვალდებულია, ხალხის ინტერესები გაახმოვანოს მისი ბანკირებისგან, შალელაშვილებისგან, ოქრიაშვილებისგან, მაკრახიძეებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთად შეყარა და ისინი ერთმანეთს მხოლოდ ფულის შოვნაში ეჯიბრებიან. შესაბამისად, სიმსივნე ძლიერდება და მან შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა შეიწიროს. არცერთ გარე დამყრობელს არ შეუქმნია ისეთი საფრთხე ქართული თვითშეგნებისთვის, სახელმწიფოებრივი გონისა და ქართული პოლიტიკისთვის, როგორც ეს შეძლო ერთმა დიდვაჭარმა.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close