საზოგადოება
რა ხდება განახლებულ აღმაშენებელზე? (ვიდეო)
თბილისში, რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა, უკვე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და გასართობი ადგილი გახდა.
განახლებულ საფეხმავლო ქუჩას, ბარების მომრავლების გამო, შარდენის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მოლოდინი იყო, რომ აქ ღამის ცხოვრება ისეთივე ხმაურიანი იქნებოდა, როგორც პოპულარულ შარდენზე, თუმცა ბარების მეპატრონეების თქმით, განახლებულმა ქუჩამ თავისი კონცეფცია თავადვე შექმნა და აქ ქართული და ევროპული კულტურის ერთგვარი შერწყმა მოხდა.