საზოგადოება

რა სახის სანქციები დაუწესა დასავლეთმა რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო

,,ამ უკიდურესი ნაბიჯების შემდეგ, საკუთარი მოქალაქეები მოუღებენ ბოლოს ბოროტ, პირწავარდნილ პუტინწამგლეჯს"

დასავლეთის სანქციები რუსეთს უკრაინაზე თავდახმის გამო:
1. გაზსადენის ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სერტიფიცირება შეჩერდა
2. დუმის იმ 351 წევრის მიმართ დაწესდა სანქციები, რომლებმაც მხარი დაუჭირისე დონეცკ-ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას.
3. სანქციები შეეხო რუსული საფინანსო ინსტიტუტების დასავლურ აქტივებს, რაც დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის გაყინვას ნიშმავს.
4. რუსეთს შეეზღუდება წამყვანი უცხოური ვალუტით საყოველთაო ეკონომიკაში მონაწილეობა
5. რუსეთს შეუჩერდება მაღალი ტექნოლოგიების მიწოდება, მათ შორის ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო.
6. პუტინწამგლეჯთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის ოლიგარქებს, არ მიეცემათ ვიზები და ვერ შევლენ ბევრ ქვეყანაში.
7. უკვე განიხილება რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადასახადო გადარიცხვების სისტემა სვიფტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი ქვეყნის ბანკებს საერთაშორისო საბანკო ოპერაციების განხორციელება აღარ შეეძლებათ, თავად რუსეთში კი მშპ 5%-მდე შენცირდება.
8. სანკტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი
9. რუსეთის საფონდო ბირჟაზე ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების აქციები 2008 წლის ნიშნულამდე დაეცა.
სანქციების პირველი შედეგები ბოლო 24 საათში:
მდიდარმა რუსებმა უკვე 50 მილიარდით იზარალეს.
რუბლის კურსი 10 %ით გაუფასურდა.
რუსული კომპანიების აქციები უკვე დაეცა.
რუსეთის ჯარმა დაკარგა 800-ზე მეტი ჯარისკაცი, 13 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი. განადგურდა 170-მდე ტანკი და საბრძოლო მანქანა.
რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.
თავდამსხმელმა უფრო დიდი დანაკარგები უნდა მიიღოს ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში.
საჭიროა კიდევ უფრო მძაფრი სანქციები.
კერძოდ, რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისთვის უნდა შეუჩერდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და აეკრძალოს ყველა დონის შეხვედრებზე მონაწილეობა. დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა გაიწვიონ რუსი დიპლომატები.
უნდა აიკრძალოს რუსეთში ყველა სახის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების გამართვა, რუს სპორტსმენებს არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო სპორტულ ღინისძიებებში მონაწილეობის უფლება, მათ შორის ევრობასკეტსა და მსოფლიო პირველობაზე ფეხბურთში.
ეს უნდა გავრცელდეს კულტურულ ღონისძიებებზეც.
რუსეთის მოქალაქეების მიმართ უნდა შეჩერდეს ყველა სახის ვიზის გაცემა.
უნდა აიკრძალოს ყველა სახის ფრენები რუსეთში (მერე ნახავს, რას ნიშნავს ფრენების აკრძალვა).
ამ უკიდურესი ნაბიჯების შემდეგ თვითონ საკუთარი მოქალაქეები მოუღებენ ბოლოს ამ ბოროტ, პირწავარდნილ პუტინწამგლეჯს.
გოგა ჩანადირი, ხელოვანი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close