საზოგადოება
,,რა საყვარელია მერი, ამ ძაღლთან სათამაშოდ მოიცალა და ჩემთან შესახვედრად – ვერა”
,,რა საყვარელია მერი, ამ ძაღლთან სათამაშოდ მოიცალა, მთავრობის სხდომასაც კი დაასწრო. ჩემთან შესახვედრად კი ვერ მოიცალა, ორჯერ მივმართე წერილობით
1. უფასო სასადილოებთან დაკავშირებით სასაუბროდ განცხადებას თან ახლდა 3000 ბენეფიციარის ხელმოწერა.
2. ბაღებში ბავშვების კვებასთან დაკავშირებით სასაუბროდ განცხადებას 1000 მშობლის ხელმოწერა ახლდა.
პს: ძაღლს კი არ ვერჩი. ძაღლადაც რომ არ ჩაგვაგდო, მაგას ვჩივი” _ წერს თეონა ჭალიძე.
საქმე იმაშია, რომ თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომას, დედაქალაქის მერის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ლეკვიც ესწრებოდა.
ფოტოები დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან სოციალურ ქსელში ქეთი ლაგვილავამ გაავრცელა.