საზოგადოება

რა იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხვალ, 08:00 საათიდან

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.
იკძალება:
ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.
დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით (ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრო, აგრეთვე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაეხმაროს .
საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.
გადაადგილებისას აუცილებელია ნებისმიერ მოქალაქეს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამკაცრებული პირობების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები განახორციელებენ.

Related Articles

Back to top button
Close