პოლიტიკა

,,ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა … საადვოკატო საქმიანობისა”

,,მნიშვნელოვანი განცხადება ‼️

მთავრობის ოპერაციულ შტაბთან კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს მთავრობის #204 დადგენილებით განისაზღვრა, შემდეგი:
“საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა … საადვოკატო საქმიანობისა” (დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტი).

საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება … დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

‼️ ამასთან, ოპერაციულ შტაბთან ადვოკატთა გადაადგილებისა და შესაბამისი სიის შეთანხმების წესი და ინსტრუქცია დამატებით გამოქვეყნდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.

გისურვებთ უსაფრთხო პროფესიულ საქმიანობას” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

 

Related Articles

Back to top button
Close