,,რა ენაღვლებათ პროკურორებს, მათ ხელფასები აქვთ, სხვისი შიმშილი არ აწუხებთ”-ადვოკატის საგანგაშო წერილი
დავით ჯაფარიძე, ადვოკატი:
_ ნაცრესპების ფავორიტმა შოთაძემ ერთი თვის უკან აჭარაში ახალი საოლქო პროკურორი, ნათია სონღულაშვილი მოგვივლინა. ამ ერთი თვის განმავლობაში პროკურორების შუამდგომლობებში გაორმაგდა გირაოსა და ჯარიმების თანხები. განუხილველი რჩება მოქალაქეთა განცხადებები. ასეთი უგულო და ,,ყრუ” პროკურორი აჭარას არასოდეს ჰყოლია.
მოკლედ აღვწერ იმ განცხადებების შინაარსს, რომლებიც 18 ნომერი შრიფტით დაბეჭდილი სონღულაშვილს წარედგინა და უპასუხოდ იქნა დატოვებული.
1) თურქმა მემაჟემ მარტოხელა დედა მხოლოდ იმიტომ ,,დაადეპორტა”, რომ საბაჟო კონტროლის დროს ტელეფონზე საუბრობდა. მრავალშვილიანი დედა იძულებული გახდა ყალბი პასპორტით გადაეკვეთა საზღვარი ორი წლის უკან, შვილები რომ შიმშილით არ დახოცოდა. ორი თვის უკან ბრალის აღიარებით ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ იხვეწება ეს ქალი – ან განმარიდეთ, ან ბრალი მაინც წამიყენეთ, სასამართლო დამაჯარიმებს და წავალ ისევ სამუშაოდ, სამსახურიდან მათავისუფლებენო; ვერაფერი შევასმინეთ ვერც საქმის პროკურორს ადილარ წირღვავას. რა ენაღვლებათ პროკურორებს, მათ ხელფასები აქვთ, სხვისი შიმშილი არ აწუხებთ.
2) 24 წლის ბიჭს ხელს მოჰკვეთენ, თუ თურქეთში ოპერაციას არ ჩაიტარებს. ორი წლის უკან უდანაშაულო ინვალიდი გოგნიაშვილმა სცემა და შემდეგ წინააღმდეგობის გაწევა შეტენა. ეს ახალგაზრდა კაცი ითხოვს ბრალდების მოწმეების სასამართლოში დროულად მიყვანას ან საპროცესო შეთანხმებით საქმის დამთავრებას. მოსამართლე ლევან გელოვანმა გაითვალისწინა ეს ყველაფერი და წინასწარ დანიშნა პროცესები, მაგრამ პროკურორი ლევან მურვანიძე თავისას აგრძელებს და დამცინავად ელოდება ხელის ამპუტაციას;
3) ფინანსური პოლიციის მუშაკმა ირაკლი იოსავამ სამი შვილის დედას ყალბი დოლარის კუპიურების შენახვაზე პროვოკაცია მოუწყო. ვალებში ჩავარდნილ ქალს დიდხანს ეხვეწა ეშოვნა ყალბი ფული, მერე კი თავის კოლეგებს დააკავებინა. მესამე წელია იხვეწება ეს ქალი საპროცესო შეთანხმებას და უსირცხვილოთ ატყუებენ.
მეორე ათეული წელია ადგილობრივს რომ არ ნიშნავენ ოლქის და ქალაქის პროკურორად, ამას შევეგუეთ. ნორმალური მაინც გამოგზავნონ. შეგახსენებთ, ეს ის სონღულაშვილია, პიჯაკებს რომ ედავებოდა სააკოვს და ნაცხროვის მიერ მითვისებული მილიონები დამალა.
ასე თუ გაგრძელდა, ივანიშვილი მოხვდება ისტორიის სანაგვეზე, სააკაშვილის გვერდით.