საზოგადოება

,,რატომ ჭიანურდება ავთანდილ მარტიაშვილის საქართველოში ეტაპირება?” _ ხელისუფლებას მოქალაქის ბედი არ ადარდებს

ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარებისა და რეაგირებისათვის განცხადებით მიმართეს სომხეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ავთანდილ მარტიაშვილის უჯახის წევრებმა. როგორც უფლებადამცველმა, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ მედიასთან განაცხადა, „ სამწუხაროდ, როგორც სჩანს და როგორც ფაქტობრივი გარემოებიდან დგინდება, საქართველოს სახელისუფლების უწყებებს არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქის, ავთანდილ მარტიაშვილის ბედი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის სომხეთის რესპუბლიკაში და წარდგენილი აქვს ბრალი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის მესამე, მეორე, და ამავე კოდექსის 215 მუხლის მეორე ნაწილით, და სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით. (ბრალდების მსჯელობაში არ შევდივართ მითუმეტეს ამისა გარკვეული კითხვები გვიჩნდება აღნიშნული წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობის მიმართ.)

ავთანდილ მარტიაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, ავთანდილ მარტიაშვილის საქართველოში ექსტრადაციის თხოვნით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავისი დადებითი პოზიცია და თანხმობა დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომაც, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავთანდილ მარტიაშვილის ოჯახს წერილობით (N01/30828. 22. 08. 2017 წ. ) აცნობა, რომ „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2017 წლის 6 აპრილის N01/12598 წერილზე დამატებით დაცნობებთ, რომ „სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომხეთში საქართველოს საელჩოსათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის რესპუბლოკის იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთხელ განიხილეს ავთანდილ მარტიაშვილის სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოყვანის შესახებ განცხადება, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დაავალა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობას, ორგანიზება გაუწიოს, სასჯელის დარჩენილი ვადის მიზნით ავთანდილ მარტიაშვილის სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გადაყვანის საკითხს ხელს აწერს საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ კონსტრაქტიევი.“

ამრიგად დგინდება, რომ ავთანდილ მარტიაშვილის საქართველოში გადმოყვანის საკითხს ფაქტობრივად არაფერი უშლის, რომ არა საქართველოს მხარის მიერ ადამიანის ბედის გადაწყვეტის მიმართ ალბათ ბიუროკრატიული მიდგომა ან „ მოუცლელობა“ , საკითხის დასრულებისათვის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი უწყების წარმომადგენელთა ჩასვლა და ავთანდილ მარტიაშვილის საქართველოში ეტაპირების განხორციელება. ასევე უნდა აღინიშნოს, როგორც ჩვენთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრებისაგან ამჟამად ავთანდილ მარტიაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და საქართველოს შესაბამისი უწყებები ვისი კომპენტაციაშიც შედის აღნიშნული საკითხის დასრულება დღემდე დუმილს არჩევენ და მათგან შესაბამისი სათანადო რეაგირება არ სჩანს… ამიტომაც გვიჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის ბედი, ეს შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეული ტესტად თუნდაც ხელისუფლების უწყებების მხრიდან თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მომქმედი სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის საქართველოს მოქალაქის ბედი. მივმართავ საქართველოს შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ მოახდინონ ავთანდილ მარტიაშვილის სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადიცია, ასევე მივმართავ ჩვენს პარტნიორ უფლებადამცველ საერთაშორისო ინსტიტუტებს განახორციელონ შესაბამისი მონიტორინგი აღნიშნულზე. ჩვენის მხრივ წერილებით მივმართავთ შესაბამის უწყებებს და განვახორციელებთ მონოიტორინს ხოლო შედეგები ეცნობება მედიას“_ აღნიშნულია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადება-მიმართვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close