საზოგადოება
რატომ ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Telewizja Republika ავრცელებს. მათივე ცნობით, სააკაშვილმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.