კატეგორიის გარეშე

რატომ შეიძულა ბრიჯიტ ბარდომ შვილი

„კიბო, რომელიც ჩემი სხეულიდან 9 თვის განმავლობაში იკვებებოდა" - დაწერა კინოვარსკვლავმა შვილზე, რომლის მიმართ არანაირი დედური ინსტინქტი არასოდეს გააჩნდა

მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, სექს-სიმბოლოდ აღიარებული ბრიჯიტ ბარდო, რომელსაც მთელი მსოფლიო ეტრფოდა, ახლა მარტოსული ქალია. 91 წლის ვარსკვლავი ცხოვრებას საყვარელ ძაღლებთან ერთად ატარებს. ბრიჯიტ ბარდომ მთელი სიცოცხლე ცხოველთა უფლებების დაცვას მიუძღვნა.

მისი ვარსკვლავური ცხოვრება ასე დაიწყო:

.

1948 წელს ბარდოს დედამ გადაწყვიტა, მოდური სამოსის მაღაზია გაეხსნა. ის აღტაცებული იყო დიზაინერ ჟან ბარტეს ნამუშევრებით და 949 წლის იანვარში მისი კოლექციის ჩვენება მოაწყო. მანეკენად კი ბრიჯიტიც დააყენა. მოგვიანებით მისმა ნაცნობმა, მოდური ჟურნალის რედაქტორმა ნახა ბრიჯიტი და შესთავაზა ფოტოგადაღება მოეწყოთ. მისი ფოტოები Elle-ის მაშინდელმა რედაქტორმა ნახა და ჟურნალის გარეკანისთვის გადაიღო. ის ფიქრობდა, რომ ბრიჯიტი მომავლის ქალი და მომავლის მოდელი იყო. არც შემცდარა.

შემდეგ წელს ისევ გადაიღეს ჟურნალისთვის, რომელიც შემთხვევით ნახა რეჟისორმა როჟე ვადიმმა. ბრიჯიტი მიიწვიეს სინჯებზე ფილმისა „დაფნა მოწყვეტილია”. მკაცრ მშობლებს არ უნდოდათ მისი გაშვება, მათ კინო ვულგარულად მიაჩნდათ, მსახიობის პროფესია კი შეუსაბამოდ. თუმცა ბარდოს ბაბუამ ისინი დაარწმუნა, გოგონასთვის შანსი მიეცათ.

მისცეს კიდეც და ნამდვილი ვარსკვლავიც ამობრწყინდა. მისი გარეგნობით, გრაციოზულობით, დახვეწილი ფორმებით და ბალერინის სიარულის მანერით მოხიბლული რეჟისორები ერთმანეთს ასწრებდნენ წინადადებებს. ბრიჯიტი ჩნდებოდა ახალ-ახალ ფილმებში, რეკლამებში, ჟურნალების გარეკანებზე. არაერთხელ აღიარეს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.

.

ბრიჯიტის პიროვნება საკამათო და ორაზროვანია. ზოგი თვლის, რომ ის სილამაზისა და ქალურობის ეტალონია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მსახიობი ცოდვისა და დამცირების განსახიერებაა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე მხარე თანხმდება, რომ ბარდო ძალიან ცუდი დედაა.

მსახიობსა და მოდელს ათასობით რომანი ჰქონდა, მაგრამ მისი ნამდვილი ურთიერთობები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოთვალოთ. ბრიჯიტის პირველი შეყვარებული როჟე ვადიმი იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე და წვლილი შეიტანა მის ბევრ წარმატებაში.

მეორე ქმარმა, ჟაკ შარიემ კი მსახიობს მოულოდნელი შვილი აჩუქა. ბრიჯიტს არასდროს უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო. საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავდა. მან შეიძულა საკუთარი ვაჟი ჯერ კიდევ დაბადებამდე. ფიქრობდა, რომ მან წაართვა ახალგაზრდობა და სილამაზე. ბარდო ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ოცნებობდა ბავშვის მოცილებაზე, მაგრამ ფრანგული კანონი ამას კრძალავდა, ამიტომ ყველა ექიმმა უარი უთხრა აბორტის გაკეთებაზე.

სასოწარკვეთილი ბრიჯიტი თავისი ძალებით ცდილობდა ბავშვის მოშორებას. სვამდა სხვადასხვა წამალს. სიტუაცია გაამძაფრა პაპარაცების დაუსრულებელმა ყურადღებამ, რომლებიც მათი სახლის წინ იდგნენ და ელოდნენ, როდის გადაუღებდნენ ორსულ მსახიობს ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი მეზობლის სახურავზეც კი იჯდა და ელოდა ბრიჯიტის გამოჩენას.

ორსულობის ბოლო თვეებში მსახიობი ფარდებსაც კი აღარ ხსნიდა და იძულებული გახდა, სახლში ემშობიარა. ნიკოლია-ჟაკის დაბადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბრიჯიტი ზრუნავდა ქმარსა და შვილზე, როგორც შეეძლო, მაგრამ არანაირი დედური ინსტინქტი არ ჰქონდა თავისი შვილისადმი. 1962 წელს ის ქმარსაც გაშორდა და შვილიც მას გადასცა.

წლების განმავლობაში ბავშვს ხანდახან ხვდებოდა, თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფის თქმით, ეს მხოლოდ პიარისთვის კეთდებოდა.

1996 წელს ბარდომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც საკუთარ შვილი ასეა მოხსენიებული: „კიბო, რომელიც ჩემი სხეულიდან 9 თვის განმავლობაში იკვებებოდა”. შემდეგ წელს, მისმა 37 წლის შვილმა მოითხოვა მორალური კომპენსაცია – 10 ათას ფუნტზე მეტი. ასევე, ბიჭის ადვოკატებმა გაიხსენეს ბრიჯიტის სიტყვები, რომ დიდი სიხარულით გააჩენდა ძაღლს ნიკოლა-ჟაკის ნაცვლად, რომ შეძლებოდა. რაც ყველაზე გასაოცარია, იმავეს ამბობდა ბარდო უკვე გაზრდილ შვილზე.

ბარდოს ვაჟი ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს, ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ბარდო ამბობდა ცოტა ხნის წინ: „ჩემი შვილი მემალება სკანდინავიაში და არ მაჩვენებს თავისი ოჯახის წევრებს”. ნიკოლას პასუხი მარტივი იყო: “მას თავისი ზღვის გოჭები უყვარს, მე კი – ჩემი ცოლი”.

რამდენიმე წლის შემდეგ მან გაუგზავნა დედას თავისი ქალიშვილების ფოტო, მაგრამ ყოფილმა მსახიობმა არც ერთხელ არ დააფასა მისი ნაბიჯი და ფოტოები უკან დაუბრუნა. ახლაც კი ბრიჯიტსა და ნიკოლა-ჟაკს ძალიან იშვიათად აქვთ კონტაქტი: ბარდო დაკავებულია ცხოველების უფლებების დაცვით, მისი შვილი კი – პროგრამირებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close