საზოგადოება

,,რატომ უნდა იჯდეს დაბურულმინებიან და მაღალი გამავლობის ავტომანქანაზე შსს-ს მაღალჩინოსანი?”

იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი აცხადებს, რომ ამ ავტომანქანებზე შსს-ს მაღალჩინოსნები დასხდნენ.

 ეკა სეხნიაშვილი:

_ ეკოლოგიური მანქანებია და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები დასხდნენ. აა, ჯიპი არაა, მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული, 
 ჩვენ ბოდიში!!! უკაცრავად, არ მესმის და იქნებ გადაიხედოს ეს ნორმაც, რატომ უნდა იჯდეს დაბურულმინებიან და მაღალი გამავლობის ავტომანქანაზე შსს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც არც ოპერატიულ შემთხვევაზე გადის და არც რეგიონის პოლიციის უფროსია. ასეთი მანქანები უნდა მისცეს სახელმწიფომ სწორედ მუშა ,,ოპერატიშნიკებს” ან რეგიონების პოლიციის უფროსებს. სედანის ტიპის ავტომანქანით ვერ მივა მინისტრის მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსი სამსახურში, კაბინეტში?! იქნებ გადაიხედოს ეს ბიუროკრატიულ-ქართული ,,მეშჩანიზმი”. სახელმწიფო მეწველი ძროხა არაა და ჩვენგან შევსებული ბიუჯეტი აჯობებს, სოციალურ სექტორს მოხმარდეს.

 ევროპაში საკუთარი თვალით ვნახე, რა მანქანით დადის ქალაქის პოლიციის უფროსი… ,,ტეხავს”, მეგობრებო, ,,ტეხავს!

 p.s. და კიდევ, ყველაფერს აჯობებს, პატრულის რიგით თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაუზარდოთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close