სხვა

რატომ დაბრუნდა თაკო გაჩეჩილაძე საქართველოში

„ქმარს ვუთხარი, რომ ძალიან დიდი ხანი ვენაში დამბრუნებელი აღარ ვარ“

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ორი წლის წინ საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა და ტელეკომპანია „პოსტივიზე“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა. სამშობლოში დაბრუნების მიზეზებზე მან „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

.

-რაც გავთხოვდი, ბავშვები გავაჩინე და ვენაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი ვცხოვრობდი, ძალიან ცოტა რამ გავაკეთე სიმღერასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დანაკარგია, თუმცა ამასობაში ვენაში ჩემი ქმრის მიერ დაწერილი სიმღერები ჩავწერე…

ვენაში ცხოვრებისას ძიძა აქედან მყავდა წაყვანილი. როცა ჩვენს ძიძას ვიზის ვადა გასდიოდა, იქაური ძიძებიც მოგვყავდა. რაღაც პერიოდები იყო, როცა დამხმარეს გარეშეც ვიყავი. კი, ჩემი ქმარი მეხმარებოდა, მაგრამ ორი ბავშვი სახლში…

დედას ვეკითხებოდი, როგორ მოახერხე დახმარების გარეშე ჩვენი გაზრდა, მასწავლე, რა ხერხი, ტექნიკა და საიდუმლოა, მარტო დედები რანაირად ზრდიან შვილებს. ადამიანს აღარ ვგავდი… ვერაფერს ვასწრებდი, რა სიმღერაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს, ჩემი შვილები მიყოლებით გავაჩინე. ბოლოს ვთქვი, წარმოუდგენელია, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მამის მარტო დატოვებაც არ გამოვიდოდა, ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში… შეიძლება, ბევრმა არაადეკვატურად ჩამთვალოს, მაგრამ მაინც ჩემს ქალაქში ცხოვრება მირჩევნია. ბევრად კარგად ვგრძნობ თავს აქ…

მეუღლეს არ ჰქონია პროტესტი, რადგან გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა. როცა ჩამოვედით, ცოტა ხანში კი დაიწყო საუბარი, როდემდე უნდა იყო მანდო, მაგრამ ვუთხარი, რომ ძალიან დიდი ხანი ვენაში დამბრუნებელი აღარ ვარ.

მენტალურად კი განვსხვავდებით, მაგრამ კარგი ადამიანია. შერეული ოჯახი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როცა ის სიყვარულით არის შექმნილი. დღეს არ ვიცი, როგორი სიტუაციაა, მაგრამ დედაჩემისგან რაც მესმოდა, ქართველი კაცისგან გამორიცხული იყო ის, რასაც ჩემი ქმარი აკეთებდა. ღამენათევს რომ მაძლევდა საშუალებას, დამეძინა, უცვლიდა ბავშვს პამპერსს და რძეს უკეთებდა. ამას ალბათ ბევრი ქართველი კაცი არ გააკეთებს, გეტყვის, შენ თვითონ გააკეთეო. ევროპაში მამაკაცი ასე ქალს ვერ ეტყვის და არც ქალი არ გააბედვინებს ამას. ევროპაში უფლებები ისეა დაცული, რომ ქალი და კაცი ნამდვილად თანასწორია, – უამბო მომღერალმა „ფორტუნას“.

თაკო გაჩეჩილაძის ქმარი წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close