საზოგადოება

რატომ გამოიძახა სკანდალურ ეთერამდე სასწრაფო დახმარება ტელეწამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა

,,_ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ მძიმე ეთერიც …
სასწრაფო გამოვიძახეთ ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე და ექიმებმა გადასხმა გამიკეთეს.
ასე შევედი ეთერში საღამოს 8 ზე – როგორც დასრულდა დღე, ყველამ ნახა – გადაცემის სტუმარმა „ თვისუფალ სიცრცეში“ მარიხუანას მოწევა გადაწყვიტა – მეორე სტუმარმა პატრული გამოიძახა. მე, როგორც გადაცემის წამყვანმა ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთბინა . სტუმარს მოვუწოდე , არ მოეწია ჩემს გადაცემაში
შევხდებით დღეს საღამოს 8 ზე , იბერიაზე „ თავისუფალ სივრცეში”- წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ვახო ხუზმიაშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აცხადებს:

,,ახლა საპატრულო პოლიციიდან მაცნობეს, რომ ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გიორგი მაქარაშვილს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი!… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება საქმეზე გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში!”

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 სექტემბერს, ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “თავისუფალი სივრცის” პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია. გადაცემის წამყვანის თქმით, ამის გამო სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა. გადაცემაში დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე მიმდინარეობდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close