თბილისი „მერსედესის“ მოდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული რუსთაველის თეატრში იმართება და მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონია გახლავთ.

“MBFW“ გუშინ გაიხსნა და საზოგადოებას საკუთარი კოლექცია არაერთმა დიზაინერმა წარუდგინა. მათ შორის იყო სალომე ღვინიაშვილი. თუმცა მის კოლექციაზე მეტად, ხალხის ყურადღება სალომეს ჟესტმა განაპირობა, პოდიუმზე ის „ლგბტ“ პირების მხარდამჭერი სამკლაურით გამოვიდა. სალომეს ჩვენებას მისი მეუღლე ზურა ხიზანიშვილი და ქალიშვილი ტასო დაესწრო.
რატომ გადაწყვიტა სალომე ღვინიაშვილმა პოდიუმზე „ლგბტ“ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით გასვლა, ამის გასარკვევად მოდელს დავუკავშირდით.

„სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას, ამიტომაც გადავწყვიტე ჩვენების დასრულებისას „ლგბტ“ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით გამოსვლა პოდიუმზე. ამ ესტით ასევე მინდოდა პროტესტი გამომეხატა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც გურამ კაშიას გარშემო მიმდინარეობს ქვეყანაში“

წყარო: reitingi.ge

კომენტარები