პოლიტიკა

,,რატომ გადადგა ნატალია საბანაძე?_ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დიპლომატიის სფეროსაც გადაედო”

,,შეუძლებელია, ოფიციალურად ამბობდე, რომ დასავლეთი გინდა და საქმით კი საპირისპიროს ამტკიცებდე"

როცორც ცნობილია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი,  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. მას გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა სოციალურ ქსელში გაჩნდა ვერსიები, რა შეიძლება გამხდარიყო ელჩის მოულოდნელი გადადგომის მიზეზი. პროდესორი, აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი აცხადებს:
რატომ გადადგა ნატალია საბანაძე?
როგორც ყოფილი დიპლომატი, ჩემ მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ:
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ერთ-ერთი საკვანძო დიპლომატიური თანამდებობაა. ამიტომ საბანაძის გადადგომა არაა რიგითი ამბავი ქართული დიპლომატიის რეალობაში.
ამ ეტაპზე რაც ჩანს, არის ის, რომ:
1. საბანაძეს შეეხო არა როტაცია, არამედ დროზე ადრე მოუწია თანამდებობის დატოვება (ჯერჯერობით არც ის ვიცით, იგი აიძულეს წასულიყო თუ საკუთარი ნებით გადადგა);
2. მის განცხადებაში სიტყვებს შორის ნათლად იკითხება, რომ იგი არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას დასავლეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, სწორედ მასზე გადაივლიდა ყველაზე მეტად დასავლეთის “გადაგდების” მცდელობების მთელი სიმძიმე, რის გამოც, ცხადია, იგი კომფორტულად ვერ იგრძნობდა თავს;
3. ვინც არ უნდა დანიშნონ საბანაძის ადგილზე, მას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დიდი ალბათობით, შეუძლებელი მისიაც კი ჰქონდეს შესასრულებელი, რადგან შეუძლებელია, ოფიციალურად ამბობდე, რომ დასავლეთი გინდა და საქმით კი საპირისპიროს ამტკიცებდე;
4. გიგიაძისა და საბანაძის შემთხვევები გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დიპლომატიის სფეროსაც გადაედო (უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თავის დროზე მიშასაც განუდგნენ ქართველი დიპლომატების ნაწილი და ვიცით, რითაც დასრულდა ის პროცესი) და ადვილად არ დასრულდება. მას აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება;
5. საქართველოსნაირ შეზღუდული ადამიანური რესურსების მქონე ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია ნებისმიერი პროფესიონალი დიპლომატის (ისევე, როგორც სხვა კვალიფიციური საჯარო მოხელის) სამსახურიდან წასვლა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დიდ პრობლემებში გაეხვევა ჩვენი ქვეყანა.
მანამდე კი ქვეყანა სწრაფი ტემპით მიექანება უფსკულისკენ და თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ამ უფსკრულში გადაჩეხვა გარდაუვალი იქნება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close