საინტერესო
რატომ ანელებს Apple-ი ძველი iPhone-ების მუშაობის სისწრაფეს?
კომპანია Apple ასუსტებს იმ iPhone-ების პროდუქტიულობას, რომლებსაც ძველი აკუმულატორი აქვთ. კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სმარტფონებში გათვალისწინებულია ჩიპის სიხშირის შემცირების ფუნქცია, რათა თავიდან აიცილონ მოწყობილობის გაუთვალისწინებელი გათიშვა.
ლოს-ანჯელესში Apple-ს უკვე უჩივლეს და მისგან კომპენსაციას ითხოვენ. iPhone 7-ის მფლობელის შტეფან ბოგანოვიჩის თქმით, ძველი აიფონების პროდუქტიულობა მცირდება კორპორაციის სასარგებლოდ, რათა მომხმარებლები აიძულონ შეიძინონ ახალი. “ეს ფუნქცია კლიენტებისგან ფარულად შეიყვანეს”, – განაცხადა მომჩივანმა.
კომპანიას კალიფორნიის შტატის სასამარლოს გარდა უჩივიან კოლორადოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ინდიანასა და ოჰაიოში.