პოლიტიკა

რას ვერ წარმოიდგენდა დავით ზურაბიშვილი ბრეჟნევის დროს

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:

_ ბრეჟნევის დროს, რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა: გავა დრო და დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება ქალი, პარიზში დაბადებული და გაზრდილი, ნიკო ნიკოლაძის და სპირიდონ კედიას შთამომავალი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრი, საფრანგეთის და საერთაშორისო დიპლომატიურ უწყებებში ნამუშევარი და თან შენი მოგვარეო, კი გამეცინებოდა, მაგრამ სადღაც დავუშვებდი, რომ ეს შესაძლებელია. ხოლო რის შესაძლებლობას ვერ დავუშვებდი და იმის, რომ ეს ქალი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის (თურმე ასეთიც გვეყოლება დამოუკიდებელ საქართველოში) მარიონეტი იქნება, თან თავისი არაადეკვატური განცხადებებით ხშირად მოგვჭრიდა თავს მთელ მსოფლიოში.

არადა ეგაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close