საზოგადოება

რას ემსახურება რეალურად სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდა?

სიჩქარის გადაჭარბებისათვის ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება. რას ემსახურება რეალურად აღნიშნული ცვლილება? საბიუჯეტო შემოსულობების ზრდას თუ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას? რას ეთანხმებით და რას არა? დაფიქსირეთ თქვენი პოზიცია.
euronews.ge ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა:
_ უახლოეს მომავალში პარლამენტს განხილვისათვის გადაეცემა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:
ა) სიჩქარის 40კმ/სთ-მდე გადაჭარბებისათვის ფულადი სანქცია (ჯარიმა) არსებული 50 ლარის ნაცვლად 150 ლარი გახდება
ბ) 40კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისათვის არსებული 150 ლარის ნაცვლად ჯარიმა 250 ლარი გახდება.
გ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.
დ) მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ფოტო/ვიდეო ფირზე ფიქსირდება არ ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულის დაკლებას, ახალი ცვლილების მიხედვით კი აღნიშნული დარღვევის გამო გათვალისწინებულია ქულის დაკლება, კერძოდ: 0 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში 150 ლარიანი ჯარიმა და მინუს 10 ქულა იქნება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში 250 ლარიანი ჯარიმა და მინუს 20 ქულა იქნება.
ე) იურიდიული პირს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა.
ვ) სამართალდარღვევის ფაქტის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მართავს არა საპრანსპორტო საშულების მესაკუთრე, არამედ სხვა პირი, ცვლილების მიხედვით შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევის წარმოდგენა (ვინც დარღვევის დროს მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) წარმოდგენა, რომელიც წერილობით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ანუ ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას ჯარიმის გადაკისრება მოხდება რეალურ დამრღვევზე და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გათავისუფლდება ჯარიმისგან.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:
დღეისათვის 15კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება არ მიიჩნეევა დარღვევად და მისი 10კმ/სთ-მდე შემცირება ვერ იქნება გამართლებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რადგან 5 კმ/სთ-იანი სხვაობა არის ძალიან უმნიშვნელო და ავტოსაგზაო შემთხვევის წყარო ვერ იქნება. რაც შეეხება 0-დან 40კმ/სთ დარღვევისათვის სანქციის გაზრდას, ამ შემთხვევაშიც ძალიან ცოტა ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვება ამ შუალედში სიჩქარის გადაჭარბებას. ხოლო 40კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისათვის საქნციის გაზრდა კი შესაძლოა ისახავდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close